სამართალი
საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის ძმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ლაშა გვენეტაძის ძმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შოთა გვენეტაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება 5000 ლარიანი საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დატოვა.

ამავე თანხის სანაცვლოდ  საპროცესო შეთანხმება გაფორმდა დეპუტატ ლაშა გვენატაძესა და მის მეგობარ შიო ჯანელიძესთან,  თუმცა, ისინი ჯერჯერობით პატიმრობაში რჩებიან.

მოსამართლე, გიორგი ქაშაკაშვილის გადაწყვეტილებით, შოთა გვენეტაძეს 3 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, რომელიც მან უკვე მოიხდა, მის მეგობარს შიო ჯანელიძეს 6 თვიანი, ხოლო ლაშა გვეეტაძეს 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. 

საქმის ადვოკატმა, გიორგი დვალიშვილმა ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა, რომ ლაშა გვენეტაძე საპატიმროს მიმდინარე წლის ნოემბერში  დატოვებს, შიო ჯანელიძე კი აგვისტოში გათავისუფლდება.

გვენეტაძეების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 25 მაისს იყო ჩანიშნული,თუმცა, საქმის ადვოკატის თქმით, მხარეთა  შეთანხმების გამო სხდომა  24  მაისს ჩატარდა.  

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ლაშა გვენეტაძე ძმასთან და მეგობართან ერთად სამართალდმაცავებმა 2017 წლის 7 თებერვალს დააკავეს. 


ამავე თემაზე:


რატომ დააკავეს დეპუტატი – რეპორტაჟი სასამართლო პროცესიდან

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს
გაძარცვული საფლავი და დაკავებული დეპუტატი (ფოტო)

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს პატიმრობის ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა


"შეთხზული საქმეა" – საკრებულოს დეპუტატების შეფასება ლაშა გვენეტაძის საქმეზე


აკრებულოს დეპუტატის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრეს
Print