სამართალი
ავსტრიაში ქართველი გოგო გაუჩინარდა
FaceBook
სოციალურ ქსელFacebook-ში ინფორმაცია ვრცელდება, რომ ავსტრიელი სამართალდამცველები 23 წლის ქართველ გოგონას ეძებენ, რომელიც 29 აპრილს გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ს. ლ. ვენაში "მიმღებ" ოჯახში ცხოვრობდა და მან სახლი 29 აპრილს დატოვა, რათა ლინცში გერმანული ენის კურსებზე გამგზავრებულიყო.
გოგონას ახლობლები სოციალური ქსელით ვენაში მცხოვრებ ქართველებს სთხოვენ, თუ რამე იციან მის შესახებ, დაუყოვნებლივ შეატყობინონ.
აღნიშნული გოგონა გერმანულად, რუსულად და ქართულად საუბრობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაუჩინარებულ გოგონაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
Print