სამართალი
ქუთაისის ერთ-ერთ მაღაზიაში არასრულწოვნებმა ალკოჰოლური სასმელი მოიპარეს
FaceBook
ქუთაისში სუპერმარკეტ "დეილის" ერთ-ერთ ფილიალში ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი მოიპარეს.
შემთხვევა მიმდინარე წლის 2 მაისს, გვირილობის დღესასწაულზე მოხდა.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, სასმელი, რომლის ღირებულება 70 ლარზე მეტია, არასრულწლოვნებმა მოიპარეს.

მარკეტების ქსელ "დეილიში" მომხდარ ფაქტს ადასტურებენ.

"ქურდობის შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს გადაეცა საპატრულო პოლიციას. ზოგადად, "დეილი"-ში 24 სთ-ის განმავლობაში მიმდინარე მდგომარეობა სათვალთვალო კამერებით კონტროლდება. რაიმე დარღვევის შემთხვევაში, ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება," - განუცხადეს "დეილიში" ქუთაისიპოსტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალკოჰოლური სასმელის ქურდობის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს და მიმდინარეობს გამოძიება.

"იდენტიფიცირებულია პირი. ის არის არასრულწლოვანი. მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები," - განმარტავენ შს სამინისტროში.

Print