სამართალი
ქუთაისის მერია თემურ ცამციშვილისგან 6000 ლარის გადახდას ითხოვს
FaceBook

ქუთაისის მერიამ,  "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს თემურ ცამციშვილს სასამართლოში უჩივლა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს 18 მაისს 16:00 საათზე არის ჩანიშნული. ადგილობრივი თვითმმართველობა ცამციშვილს მიყენებული ზიანის თანხის ანაზღაურებას თხოვს.

თემურ ცამციშვილის თქმით, მასსა და მერიას შორის  დავა 2010 წელს დაიწყო.

"პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმის გამო, რომ მე თითქოს ერთ-ერთ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც ქუთაისის მერიას ტრანსპორტით ემსახურებოდა ზედმეტი თანხა გადავურიცხე. პროკურატურის მტკიცებით, ეს იყო 6000 ლარის ოდენობით თანხა, რისი გადახდაც მე სასამართლომ დამაკისრა, რადგან სამსახურეობრივ გულგრილობაში დამდო ბრალი",  - ამბობს თემურ ცამციშვილი.

ის ამბობს,  რომ  სასამართლომ თანხის გადახდა 2013 წელს დააკისრა და ამას ერთი წლის განმავლობაში იხდიდა.

" ახლა ქუთაისის მერიამ, ისევ შეიტანა სარჩელი თითქოს მე ეს თანხა არ გადამიხდია და მას ზარალი მიადგა სამი წლის წინ. მე ბრალი არ მიღიარებია და დღეს ასევე ვიდავებთ საქმის ხანდაზმულობაზე და სხვადასხვა დეტალესაც დავასახელებ, რასაც სასამართლომდე ვერ გავაჟღერებ",  - ამბობს ცამციშვილი.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ თემურ ცამციშვილმა დაკისრებული 6 000 ლარი სასამართლოს გადაუხადა და არა ადგილობრივ თვითმმართველობას.

 

Print