სამართალი
ქუთაისის "ბოტანიკური ბაღიდან" მოპარული ტექნიკა 5 000 ლარამდე ღირებულებისაა
FaceBook
ქუთაისის "ბოტანიკური ბაღიდან" მოპარული ტექნიკის ღირებულება  5 000 ლარამდეა. შენობიდან 4 კომპიუტერი და ერთი ფოტოაპარატია წაღებული.

"ბოტანიკური ბაღის" დირექტორის, თემურ ჩეჩელაშვილის თქმით,  ადგილზე კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს.

"პოლიციამ უკვე დაასრულა მუშაობა. თითის ანაბეჭდებიც აიღეს.  ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ვნახოთ რა იქნება, თუმცა, არ მგონია ასე სწრაფად გაირკეს რამე",-აცხადებს თემურ ჩეჩელაშვილი.

ქუთაისის "ბოტანიკური ბაღის" ადმინისტრაციული შენობა 29 აპრილს, გვიან ღამით გაქურდეს.

შენობაში შეღწევა,  სავარაუდოდ, ფანჯრიდან მოხდა.

ფაქტის  შესახებ დაცვის თანამშრომლებმა მხოლოდ მეორე დღეს შეიტყვეს.
Print