სამართალი
„კანაფის საქმეზე“ ქუთასის სასამართლომ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სასულიერო პირის, გიორგი ჯახუას დაცვის მხარის მოთხოვნა, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. პროცესზე, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა, ჯახუას ადვოკატი ბრალდებულის სახლიდან ამოღებულ კანაფზე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, საქმეში კანადელი და ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვდა. თუმცა, სასამართლომ საქმეში მათი უშუალო შემხებლობის არარსებობის გამო, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. 

"ყველა კერძო ექსპერტმა უარი თქვა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებაზე, თუმცა, გასაგებია მათი ეს პოზიცია. არც ერთმა მათგანმა არ მოისურვა სასამართლოსთან დაპირისპირება. უცხოეელ ექსპერტებს კი, რადგან ისინი ჯახუას არ ეხმარებოდნენ კანაფის მოყვანაში, თურმე არ ჰქონიათ საქმესთან უშუალო შემხებლობა", - ამბობს ჩვენთან საუბარში, ადვოკატი, ვალერი თევდორაძე.   

სასულიერო პირის საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ჩაინიშნა.

ჯახუას გირაოს სახით 2000 ლარი აქვს შეფარდებული, რომელიც მან მიმდინარე წლის 4 მარტს უნდ გადაიხადოს.

გიორგი ჯახუას სახლიდან სამართალდამცავებმა ორი ძირი კანაფი გასული წლის 19 იანვარს ამოიღეს. 

Print