სამართალი
"კანაფის საქმეზე" ბრალდებული მოძღვრის ადვოკატი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს
FaceBook
სასულიერო პირის გიორგი ჯახუას სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარე ალტენატიული ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობას დააყენებს, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2 მარტს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ჯახუას ადვოკატი, ვალერი თევდორაძე მიიჩნევს, რომ სასულიერო პირის სახლიდან სამართალდამცავების მიერ ამოღებული კანაფის წონა, რაც მტკიცებულების სახითაა წარმოდგენლი, რეალურ წონას არ შეესაბამება. რის გამოც,  ადვოკატის თქმით, მისი მოცულობის შემოწმება  განსახვავებული მეთოდით უნდა მოხდეს.

"ხვალ  საქმის არსებითი განხილვის მოსამზადებელი სხდომაა, სადაც ჩვენ ამოღებულ კანაფზე განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის შუამდგომლობას დავაყენებთ", –  ამბობს ვალერი თევდორაძე.

მისი თქმით,  სასამართლო პროცესზე ასევე მოხდება დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა.

გიორგი ჯახუასთვის ქუთაისის საქალაქო  სასამართლოს მიერ გირაოს სახით დაკისრებული თანხის  2000 ლარის გადახდის ვადა მიმდინარე წლის 4 მარტს იწურება.

გიორგი ჯახუას საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე, კანაფი მიმდინარე წლის 17 იანვარს, ღამის საათებში ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯახუას სახლიდან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არაა. სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, გიორგი ჯახუა სასულიერო პირი არ არის.

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სახლში ვარ ჩაწოლილი. 2010 წელს, მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს, აღდომის მარხვაში, ხელი დამასხეს წმნიდა გიორგის სახელობის ტაძარში, სენაკის რაიონში", - ამბობს გიორგი ჯახუა.

ქუთაისიპოსტს სალხინოს მამათა მონასტერში განუცხადეს, რომ გიორგი ჯახუა 2010 წლამდე, ერთი წლის განმავლობაში მონასტერში მღვდელმსახურებას ასრულებდა.


Print