სამართალი
ზედა მესხეთში მომხდარი გატაცებისა და გაქურდვის ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო
FaceBook
შინაგან საქმეთა საქმინისტრომ, ორი დღის წინ, წყალტუბოს რაიონში მომხდარი გატაცებისა და გაქურდვის ფაქტზე, საქმე 179–ე მუხლით აღძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მესხეთში მცხოვრებ, ერთგული შალამბერიძეს საკუთარ სახლში რამდენიმე პირი თავს დაესხა. ნათესავების თქმით, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც შალამბერიძე თავის მანქანაში ჩასვეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე დატოვეს.

დაზარალებულმა თავი მხოლოდ 5 საათის შემდეგ გაითავისუფლა და ბიძაშვილებს დაუკავშირდა, რომლებმაც ერთგული შალამბერიძე პოლიციაში მიიყვანეს.

ნათესავების გადმოცემით, თავდამსხმელებმა შალამბერიძეს ადგილზე 5 ლარი და 20 ევრო წაართვეს. ამ დრომდე უცნობია რა გაიტანეს ყაჩაღობის შედეგად სახლიდან.
Print