სამართალი
შსს კლინიკაში გოგონას გარდაცვალებაზე: გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, კლინიკა "უნიქალ მედიში" გარდაცვლილი 18 წლის გოგონას საქმეზე, შინაგან საქმეთა სამისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ჭიათურაში მცხოვრები, 18 წლის ნათია შეყილაძე კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. მკურნალობის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა, 24 თებერვალს კვლავ დამძიმდა, რასაც 18 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება მოჰყვა.

კლინიკის მთავარი ექიმი, შოთა მარუაშვილი ამბობს, რომ პაციენტი  უგონო მდგომარეობაში   შემოიყვანეს. 

"ორი დღის შემდეგ მოვიდა გონზე და აპარატიდან მოვხსენით, რადგან კონტაქტური იყო. მოვიწვიეთ ფსიქიატრი, რომელსაც უთხრა, რომ თავის მოვკლა სცადა და წამლები დალია. მიმდინაროებს გამოძიება, ჩატარდება ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს," -  ამბობს შოთა მარუაშვილი.







Print