სამართალი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
FaceBook
გარემოსთვის მიყენებული ზიანი 3000 ლარს აღწევს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა, მორიგი პრევენციული ღონისძიებების გატარებისას, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, სოფელ კაკასხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმოჩენილ იქნა უკანონოდ მოპოვებული 10 კუბური მეტრი წაბლისა და ცაცხვის ჯიშების პირველი ხარისხის ხე-ტყე.
გარემოსთვის მიყენებული ზიანი 3000 ლარს აღწევს.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს.


Print