სამართალი
ზესტაფონში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 11 წელი მიუსაჯეს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ სერგი საცერაძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდებული სსკ 108 მუხლით გასამართლდა, რაც წინასწარ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სერგი საცერაძემ საბრალდებო სიტყვაში მის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის ოჯახს, მათ შვილსა და შსს სამინისტროს ბოდიში მოუხადა.
ქუთაისის საქალაქი სასამართლოს მოსამართლის, გიორგი ქაშაკაშვილის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა გარდაცვლილი სალომე ჯორბენაძის ოჯახი.
"ველოდი, რომ 13 ან უფრო მეტ წელს მიცემდა მოსამართლე," - განაცხადა გარდაცვლილის დედამ, ფატიმა ჭელიშვილმა.
სერგი საცერაძემ ყოფილი მეუღლე, სალომე ჯორბენაძე გასული წლის 25 ივლისს, ზესტაფონის ცენტრალურ უბანში მდებარე სკვეში ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა. სალომე ჯორბენაძე მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
დეა მანაგაძე

Print