სამართალი
შსს-მ 3,600 კგ კოკაინი გაანადგურა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები განადგურდა.

უწყების ცნობით, 1037 აბი "სუბუტექსი", 355 გრ ჰეროინი, 3 კილო და 600 გრამი კოკაინი, 4 კილოგრამი მარიხუანა, ასევე, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები უახლესი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში დაწვეს.

ნარკოტიკული საშუალებები, მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გაანადგურა.

სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
Print