სამართალი
ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სახლი გაქურდეს
FaceBook
ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ბონდო კუბლაშვილის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, შემთხვევა მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დღის საათებში იმ დროს მოხდა, როდესაც სახლში არავინ იმყოფებოდა.

სააგენტოს ინფორმაციით, მძარცველებმა ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სახლიდან ძვირფასეულობა და პირადი ნივთები გაიტანეს.

თავად ბონდო კუბლაშვილმა ქურდობის ფაქტი, ქუთაისიპოსტთან საუბარში, უარყო.

თუმცა, მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა აღძრული.

"მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები," - განმარტავენ შსს-ში.
Print