სამართალი
ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ გარდაცვლილის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
FaceBook
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, ქუთაისში ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ გარდაცვლილის საქმე გამოძიება 117- ე მუხლით მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილის საქმეზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

ბარგატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების ყვებიან, რომ გარდაცვლილი შუახნის მამაკაცი თერჯოლის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა და ქუთაისში მუშაობდა, თუმცა არ იციან კონკრეტულად სად იყო დასაქმებული.

"ვიცით მხოლოდ ის, რომ იპოვეს მკვდარი ტაძრის უკან," - ამბობენ ადგილობრივები.

ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილ მამაკაცს თერჯოლის მუნიციპალიტეტში დღეს ასაფლავებენ.
Print