სამართალი
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული კაჭარავას კაბინეტიდან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
FaceBook
იმერეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის კაბინეტიდან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალაა ამოღებული.

ამის შესახებ გიორგი კაჭავარავასა და მასთან ერთად დაკავებული ამავე პოლიციის გამომძიებლის, ზურაბ ჭელიძის მიმართ წაყენებული ბრალდების საქმის პროკურორმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე ცნობით, გიორგი კაჭარავას კაბინეტიდან ე.წ. კალაშნიკოვები, ხელყუმბარები და ქარხნული წესით წარმოებული ვაზნები, ხოლო ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება ამფიტამინი და ასევე, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი სტეჩკინი ამოიღეს.

სახელმწიფო ბრალდება კაჭარავასა და მასთან ერთად დაკავებული გამომძიებლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფერდებას ითხოვს.

პროკურორის განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულები შეეცდებიან მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენას, მტკიცებულებების განადგურებას და თავს აარიდებენ სასამართლოში გამოცხადებას.

თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.



Print