ახალი ამბები
სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული დაცვის უპრეცენდენტო ზომებს ითხოვს
FaceBook
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე დაცვის უპრეცენდენტო ზომებს ითხოვს.

თევზაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახს გარდაცვლილის ნათესავები ემუქრებიან. ლედი ტუკვაძე სტურუას ოჯახის წევრების ნასამართლეობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ საფრთხე რეალურია.

ადვოკატი სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს გოდერძი თევზაძის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად უპრეცენდენტო ზომები გამოიყენოს.

სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გოდერძი თევზაძე სამართალდამცავებს გუშინ ჩაბარდა. იგი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს.

თევზაძის პოზიციას აპროტესტებენ გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრები, რომლებიც სამტრედიის პოლიციის შენობის წინ  აქციას გამართავენ.  


Print