სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
FaceBook
შინგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1975 წელს დაბადებულმა რ. გ.-მ ნარკოტიკული საშუალება მოქალაქეს მიჰყიდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული 0,4773 გრ ჰეროინი და 7 აბი "ტრამადოლი" ამოიღეს.

ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილი.

შსს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).
Print