სამართალი
სტეფანწმინდაში ე.წ "კანონიერი ქურდი" დააკავეს
FaceBook
სტეფანწმინდის გამშვებ პუნქტში კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ბ. დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების თანამშრომლებმა ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ. ბ. 2014 წელს აღიარებული იქნა ე.წ. "კანონიერ ქურდად". მას ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდა და სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სტეფანწმინდის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.
გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.


Print