ახალი ამბები
იმერეთის ვიცე-გუბერნატორის საქმეზე საიას სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
FaceBook
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი, რომელიც იმერეთის ვიცე-გუბერნატორის მიერ სოციალურ ქსელში საარჩევნო აგიტაციის შესაძლო გაწევას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოომ არ დააკმაყოფილა.

საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ვიცე-გუბერნატორის, გიორგი ჭიღვარიას საქმზე მიმდინარე წლის 25 ივლის მიმართა.

ორგანიზაციამ სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უწყებათაშორისმა კომიასიამ ჭიღვარიას მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული მასალები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არ ჩათვალა.

კომისიამ საიას განაცხადი 13 ივლისს გამართულ სხომაზე განიხილა. მიღებული გადაწყვეტილებით, ვიცე-გუბერნატორის მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ქონდა სარჩევევნო აგიტაციის გაწევას.

საიამ ჭიღვარიას საქმეზე ცეესკოსაც მიმართა, თუმცა, ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის გიორგი სანტურიანის თქმით, ამ უკანსკნელმა საქმე არ განიხილა.

საიამ შესაბამისი განცხადება უწყებათაშორის კომისიასა და ცესკოში მას შემდეგ შეიტანა, რაც ორგანიზაციას "ქუთაისიპოსტმა" ვიცე-გუბერნატორის მხრიდან საარჩევნო აგიტაციის შესაძლო გაწევის თაობაზე აცნობა და და იმის გარკვევა სთხოვა, ნამდვილად ადგილი ქონდა თუ არა საარჩევნო კოდექსის დარღევას.

"საკითხის შესასწავლად მივმართეთ ერთის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე, უწყებათაშორის კომისიას, რომლის მანდატში შედის სწორედ ის უფლებამოსილება, რომელიც ითვალისწინებს საჯარო მოხელეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებს", - განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში საიას საარჩევნო პროექტის კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი.

საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლი თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინიტრაციული რესურსის გამოყენება ითვალისწინებს 2 000 ლარიან ჯარიმას.



ამავე თემაზე:

იმერეთის ვიცე-გუბერნატორი სამუშაო საათებში წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევა?

იმერეთის ვიცე-გუბერნატორის საკითხზე უწყებათაშორისი კომისია იმსჯელებს
Print