ახალი ამბები
ქუთაისის ბაღის ყოფილი გამგის სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება გაერთიანებამ გაასაჩივრა
FaceBook
გაერთიანებამ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის 31 მაისს შეიტანა.


ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ, სასამართლოს მიერ მიღებული ის ბრძანება გაასაჩივრა, რომელიც ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენას ითვალისწინებდა. საქმე ეხება, მე-15-ე საბავშო ბაღის ფილიალის ყოფილ ხელმძღვანელს ნანა კაკაურიას.

გაერთიანების იურისტის, რამაზ იობიძის განმარტებით, ორგანიზაციამ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის 31 მაისს შეიტანა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანების ადმინისტრაციას გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა 18 აპრილს დააკისრა. ამის გარდა, დაწესებულებას ნანა კაკურიასთვის განაცდური უნდა აენაზღაურებინა.

თუმცა, ააიპ გაერთიანებამ, ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ, საქალაქო სასამართლოს ბრძანება გაასაჩივრა. 

ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა მიმდინარე წლის 12 იანვარს ქუთაისის საბავშვო ბაღის 4 ფილიალის (#1, #13, #17,#15) ხელმძღვანელი პირი გაათავისუფლა. მათ შორის იყო ნანა კაკურია, რომელიც მე-15-ე საბავშო ბაღის ფილიალს ხელმძღვანელობდა.

ბრძანების თანახმად, ისინი ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე:


უთაისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ბრალდებები და მოთხოვნები - დისკუსია

ქუთაისის ბაგა–ბაღების 187 თანამშრომლის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო

ქუთაისში ააიპ საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვენ
Print