სამართალი
განზრახ მკვლელობის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ელოდებიან
FaceBook
ჭიათურაში მცხოვრები, ცელინა ლაღუნდარიძე  მისი ძმის, ბიჭიკო ლაღუნდარიძის მკვლელობის საქმის დასრულებას და განაჩენის დროულად გამოტანას ითხოვს. ცელინა ლაღუნდარე ძმის მკვლელობაში დამნაშავედ მისივე მეზობელს (ბადრი ბ.) მიიჩნევს.

20 წლის წინ შეწყვეტილი საქმის გამოძიება, 2013 წელს განახლდა. ლაღუნდარიძების ოჯახმა საქმე განძრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. ამ ხნის განმავლობაში ორივე მხარის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობდა.

როგორც დაზარალებულის მხარე განმარტავს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვლაში უნდა გამოეტანა. თუმცა, მოსამართლემ 7 მარტამდე გადადო. საბოლოოდ კი, ქუთაისის საქალაქო სასამარლოს მოსამართლემ განაჩნის გამოტანის ვადა 29 მარტამდე გადაწია.

"მოსამართლეს მე არავინ შემახვერებს მაგრამ მინდა, თავმჯდომარეს შევხვდე და ავუხსნა მდგომარეობა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ განაჩენის დროუალდ გამოატანა. მკვლელი ვინც არის ის მითვლის ვერაფერსაც ვერ მიზამო. ვერ წარმოიდგენეთ რა შიშში მიწევს ცხოვრება. განაჩენის მოლოდინში დაავადდი", - ამბობს ცელინა ლაღუნდარიძე.

ბიჭიკო ლაღუნდარიძე ჭიათურაში საკუთარ სახლთან ახლოს, 1993 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ცელინა ლაღუნდარძის თქმით, ძმის მკვლელი მისივე მეზობელია.

"ადგილი ჰქონდა განზარახ მკველელობას, რომელსაც ჩემივე ძმისშვილი და ერთი მეზობელი შეესწრო. არ ვიცი რა მიზეზით მოკლა. თუმცა, ცხადია, რომ მკვლელობა განზრახ მოხდა", – ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ცელინა ლაღუნდარიძე.

გარდაცვლილის ოჯახმა საქმე წარმოებაში 1993 წელსვე მისცა. თუმცა, როგორც ლაღუნდარიძე ამბობს, მაშინ საქმის წარმოება შეგნებულად შეწყვიტეს. თავად, ეჭვიმატანილი ბადრი ბ. კი იმ დროისათვის ჭიათურიდან დროებით წავიდა.

ბიჭიკო ლაღუნდარიძის მკვლევლობის საქმის წარმოება ოჯახმა მას შემდეგ გააახლა, რაც მკვლელობაში ბრალდებული ჭიათურაში საცხოვრებლად რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა და ოჯახის წევრების განცხადებით, ლაღუნდარიძეების შევიწროება დაიწყო.

ცელინა ლაღუნდარიძე ირწმუნება, რომ ძმის მკვლელობის შემდეგ ოჯახმა სახლის გაყიდვა მოინდომა. თუმცა, მკვლელობაში ბრალდებულის მხრიდან ხელისშეშლა მოხდა.

"პირიქით, აქეთ გვერჩის იმის გამო, რომ საქმის წარმოება დავიწყეთ", – აღნიშნავს ცელინა ლაღუნდარიძე.

მისივე თქმით, მკვლელობის გამოძიება შეგნებულად არ ხდება, რადგან ბადრი ბ. წლების განმავლობაში ნარკორეალიზატორია და მას ოჯახის ახლო ნათესავი, მფარველობს, რომელიც წლების წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. დაზარალებულის თქმით, პირად საუბრებში ბადრი ბ. აღიარებს მკლვლელობას და ამბობს, რომ მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა.



Print