სამართალი
მოსწავლეთა ტური ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისიპოსტი, USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იწყებს ტურს სასამართლოებში, რაც ახალგაზრდა თაობისთვის სასამართლო სისტემის შესახებ ცოდნის გაღრმავებას და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
პირველი ტური ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობაში მოეწყო. ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის 25-მდე მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცა გაცნობოდა სასამართლოს მუშაობის პრინციპებს და შენობის ისტორიას.

ტურს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე, არჩილ გლუნჩაძე უძღვებოდა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს დეტალურად გააცნო საქმეთა განხილვის წესები, შენობის ისტორია, დაათვალიერებინა როგორც სისხლის, ასევე, სამოქალაქო საქმეთა განხილვის სხდომათა დარბაზები, განუმარტა მათ თუ როგორ და რა გარემოში მიმდინარებს დავების განხილვა და როგორია პროცედურები.


საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტი” USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მოსწავლე ახალგარდებისთვის მომავალში კიდევ 3 ტურს მოაწყობს იმერეთის საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოებში.

ვიდეო მომზადდა "ქუთაისიპოსტის" მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

ვიდეოს შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "ქუთაისიპოსტი" და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

The video was prepared by the Kutaisipost.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI).
The views expressed in this video are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.





Print