ახალი ამბები
გარყვნილი ქმდებაში ბრალდებულის სასამართლო დღეს გაიმართება
FaceBook
საჩხერეში, 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდების დაკავებულ ბიზნესმენს, დღეს სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებს.

დაკავებულის სასამართლო პროცესი, ქუთაისში საქალაქო სასამართლოში ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.


ბ. კ-ს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით ედავება, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


დაკავებული  თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება. 


ამავე თემაზე:

საჩხერეში, გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Print
თეგები: #საჩხერე