სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი დაიკითხება
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი დაიკითხება. 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაზე კვირიკაშვილის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა საქმის ირგვლივ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ. საქმის პროკურორი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადაღებული ფოტოების ჩვენებას გეგმავს, რის შემდეგაც ბრალდებული კვირიკაშვილი დაიკითხება.

მერაბ კვირიკაშვილს ჩვენება მხოლოდ გამოძიების ეტაპზე აქვს მიცემული. იგი სასამართლოზე ჯერ არ დაკითხულა. მომდევნო პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უნდა წარმოთქვან, რის შემდეგაც საქმის მოსამართლემ მურთაზ კაპანაძემ განაჩენი უნდა გამოიტანოს. 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე ორი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ -ერთ ავტომანქანას მერაბ კვირიკაშვილი მართავდა.
Print