სამართალი
შსს - იმერეთის მუნიციპალიტეტებში ქრთამის აღების 5 შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
5 შემთხვევიდან 2 ხონში, 2 ტყიბულში და 1 ხარაგაულში ფიქსირდება.


მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ქრთამის აღების 5 ფაქტი დაფიქსირდა.  მათზე დაწყებულია გამოძიება. 
მონაცემები ქუთაისიპოსტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტმანეტმა მიაწოდა.
დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მონაცემები 2015 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ქრთამის აღების ფაქტის 5 შემთხვევიდან 2 ხონში, 2 ტყიბულში და 1 ხარაგაულში ფიქსირდება.
ამავე მუხლით, სისხლისსამართლებრივი დევნის 1 შემთხვევა ხონის მუნიციპალუიტეტში მომუშავე საჯარო მოხელის მიმართ განხორციელდა.
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტმანეტის ცნობით, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სსკ 339-ე მუხლის, ქრთამის მიცემის მუხლით გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა არ ფიქსირდება.
დეა მანაგაძე



Print