სამართალი
„საქნახშირის“ ექვსი დაკავებული თანამშრომლიდან ხუთმა ბრალი აღიარა
FaceBook
შპს "საქნახშირის" ექვსი დაკავებული თანამშრომლიდან ხუთმა ბრალი აღიარა.
20 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ტყიბულის შახტის მხოლოდ ერთი თანამშრომლის, გოჩა ქასრაშვილის ადვოკატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა.

გოჩა ქასრაშვილის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის თქმით, ბრალდების მხარე დაცვის მიერ წადგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვის წინააღმდეგი იყო, რადგან ქასრაშვილის ადვოკატებმა დროის სიმცირის გამო საქმის მასალები სასამართლოს და პროკურორებს იმეილით გადაუგზავნა.

"ბრალდების მხარე ითხოვდა, რომ მასალები პირადად გადაგვეცა, თუმცა, კანონში მითითებული არ არის მტკიცებულებების გაცვლის ფორმა. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ჩვენი ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო", - განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა.

მისივე თქმით, გოჩა ქასრაშვილი 5 აპრილს შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს სამსახურში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, მისი ამ საქმეში ბრალეულობა სადავოა.

"საქნახშირის" თანამშრომლების საქმეზე საქმის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება, რის შემდეგაც დაიკითხება მოწმეები.

"საქნახშირის" ექვსი თანამშრომელი 6 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მათ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმე 2018 წლის 5 აპრილს შახტში მომხდარ შემთხვევას ეხება, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ამავე თემაზე:


ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული



Print