შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა (ვიდეო)
10:27 / 11.09.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს
თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1994 წელს დაბადებული ლ. ს. ძარცვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე,
საღამოს საათებში, 1994 წელს დაბადებულ მ.ტ.-ს თავს დაესხა და
ხელჩანთის გატაცება სცადა, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია. ლ.ს.-მ
განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ლ.ს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა.
გამოძიება ძარცვის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს
19-178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით.
მასალის გამოყენების პირობები