სამართალი
მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში,  შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული, მერაბ კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 27 ივნისს გამართულ პროცესზე ის მგზავრი დაიკითხა, რომელიც შემთხვევის დროს კვირიკაშვილის მანქანის უკან იმყოფებოდა.

კვირიკაშვილის ადვკატის თქმით, მოწმეს სასამართლოსთვის რამე სახის ღირებული ინფორმაცია არ მიუწოდებია.

მომდევნო პროცესი 6 ივლისს,14:30 წუთზე ჩაინიშნა.

2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ. კვირიკაშვილი აღნიშნულ საქმეში ბრალდებულია.

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა. ავარიამ საპირისპირო მხარეს მოძრავ ავტომობილში მსხდომი ცოლ-ქმარი გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი - ანი ჩხაიძე იმსხვერპლა.

ამავე თემაზე:

მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა დაიკითხა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულები ახალგაზრდა ცოლ–ქმარი არიან

ერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული რაგბისტების მდგომარეობა სტაბილურია

მერაბ კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

ავტოავარიაში დაღუპულის დედა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს



Print