სამართალი
წყალტუბოში, ყოფილი კლასელის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლერი თედორაძის გადაწყვეტილებით, წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში ყოფილი კლასელის, 17 წლის თორნიკე ბაღაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს,  14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა ივიკო ტორაძემ სასჯელის შემსუბუქება ითხოვა.

"ვითხოვ შემსუბუქებას და სამართლიან გადაწყვეტილებას",-განაცხადა ბრალდებულმა პროცესზე.

დაცვის მხარე,  სასამართლოს,  საქმის 108-ე  მუხლზე გადაკვალიფიცირებას და ბრალდებულის  ამ მუხლის მინიმალური ვადით,  7 წლით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ  მხარის არგუმენტები, იმასთან დაკავშირებით, რომ ივიკო ტორაძეს მეგობრის მკვლელობა წინასწარ არ განუზრახავს, არ გაითვლისწინა.

დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. 

წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში, 2017 წლის 2 დეკემბერს, 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილმა თანაკლასელმა მოკლა. მოზარდს დანა გულის არეში ჰქონდა დარტყმული. 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


ამავე თემაზე:

ყოფილი კლასელის მკვლელობაში ბრალდებული განაჩენის მოლოდინში

მობილურით გახსნილი მოზარდის მკვლელობის საქმე

წყალტუბოში მოკლული მოზარდის ახლობლები ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ

ორთვიანი წინასწარი პატიმრობა არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებულს

წყალტუბოში მოზარდი მოკლეს

წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


Print