სამართალი
"ვერ მმართეთ როგორც გინდოდათ" - მერიის ყოფილი თანამშრომელი ყოფილ უფროსს
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომლის პროცესი გაიმართა. მერიის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი კიკვაძე ყოფილ უფროსს სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებს. კიკვაძე თანადებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

სხდომაზე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ააიპის უფროსმა კობა ფხაკაძემ იგი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლა. ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა, კობა ფხაკაძემ კი, რომელიც პროცესს ესწრებოდა, განაცხადა რომ კიკვაძე მან გამოსაცდელი ვადით აიყვანა და მისი გათავისუფლების საფუძვლების ახსნა კანონით არ ევალება.

თუმცა, სხდომაზე ფხაკაძემ ირაკლი კიკვაძის გათავისუფლების მიზეზად მის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება დაასახელა, რასაც კიკვაძე არ დაეთანხმა. ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ იმ ორი თვის განმავლობაში, როცა იგი ააიპში მუშაობდა, კობა ფხაკაძეს მისთვის ერთი დავალებაც არ მიუცია და მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი მათ შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება გახდა.

"წინა დღეს მე და შენ სიტყვიერად შევკამათდით,რადგან შენ ვერ მოახერხე ჩემი მართვა ისე, როგორც გინდოდა. მეორე დღეს კი სამსახურიდან გამათავისუფლე", -მიმართა  კიკვაძემ  პროცესზე ყოფილ უფროსს. 

საქმეზე გაწყვეტილებას სასამართლო მიმდინარე წლის 8 ივნისს გამოაცხადებს.

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი და ქუთაისის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი კიკვაძე სამსახურიდან მიმდინარე წელს გაათავისუფლეს. ირაკლი კიკვაძე  მერიას სამსახურიდნ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

ის ამბობს, რომ მისი გათავისუფლება ქალაქის მერის, გიორგი ჭიღავრიას კაბინეტში გადაწყდა, სპორტული ააიპის ახალმა ხელმძღვანელმა, კობა ფხაკაძემ კი, დავალება შეასრულა.

ამავე თემაზე:

"ჭიღვარიას კაბინეტში გადაწყდა ჩემი გაშვება"- ააიპიდან გათავისუფლებული თანამშრომელი
Print