სამართალი
"ეს არის შეკვეთილი საქმე" - ირაკლი მერკვილაძე წაყენებულ ბრალზე
FaceBook
"ეს არის შეკვეთილი საქმე", - ამ სიტყვებით დაიწყო შესავალი სიტყვა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა  ირაკლი მერკვილაძემ.  ქუთაისის #2 სამშობიაროს მთავარმა ექიმმა,  სხდომაზე,  მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაში ღიად დაადანაშაულა მისი ყოფილი პარტნიორი,  დავით ხონელიძე და საქმეს შეკვეთილი უწოდა.

"ეს საქმე არის ქუთაისის პროკურატურის მიერ შეკვეთილი. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს  შეუკვეთა დავით ხონელიძემ, რომელიც არის ყოფილი პროკურორი და მისი ახლობლები დღემდე მუშაობენ პროკურატურაში. ტარგედიაა ის, რაც მოხდა, მაგრამ უფრო დიდი ტრაგედიაა პაციენტის გარდაცვალებაში მისი მკურნალი ექიმი დაადანაშაულო", - განაცხადა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში  გამართულ პროცესზე  ირაკლი მერკვილაძემ.

მან დავით ხონელიძე კლინიკის ქონების გაფლანგვაშიც დაადანაშაულა, რაზეც, მისი თქმით, საქმეა აღძრული და სწორედ ეს არის მოტივი  თუ რატომ მოქმედებს დავით ხონელიძე მის წინააღმდეგ.

ყოფილი პარტნიორის ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს დავით ხონელიძე. 

ამ წუთებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ქუთაისის #2 სამშობიაროს მთავარი ექიმის, ირაკლი მერკვილაძის მორიგი პროცესი მიმდინარეობს.

პროცესზე დაცვის მხარის ადვოკატი და ბრალდეული შესავალი სიტყვით წარსდგნენ. ირაკლი მერკვილაძის ადვოკატმა ალქსანდრე თათელიშვილმა ეჭქვეშ დააყენა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დაკვნები. ალექსანდრე თათელიშვილის თქმით, ბრალდების მხარის მიერ საქმეზე ჩატარბული ექსპერტიზის ექვსი დასკვნიდან სამი წინააღმდეგობრივია.

ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა, ირაკლი მერკვილაძემ, 22 წლის ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთა 2013 წელს ჩაუატარა. გოგონა ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ირაკლი მერკვილაძე 2018 წლის  26 იანვარს, სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

#2 სამშობიაროს მთავარი ექიმის  საქმეზე,  მომდევნო სხდომა 2018 წლის 8 ივნისს გაიმართება. 

ამავე თემაზე:

„ექსპერტიზის დასკვნაში ბევრი წინააღმდეგობაა“ - ირაკლი მერკვილაძის პროცესი სააპელაციო სასამართლოში

ირაკლი მერკვილაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებენ

ირაკლი მერკვილაძის საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს


ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

"შეწყვიტონ სმს-ების წერა"- რას ჰყვება საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის დედა
საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული ექიმი

ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები აპროტესტებენ

Print