სამართალი
ტელეფონის გამო არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებული, აღიარებს, რომ მობილური მან მოიპარა
FaceBook
წყალტუბოში, ყოფილი კლასელის მკვლელობაში ბრალდებული ი. ტ. აღირებს, რომ მობილური ტელეფონი, რის გამოც მასსა და გარდაცვლილს შორის კონფლიქტი მოხდა, თავად მოიპარა.
გამოძიების მიერ მტკიცებულების სახით ამოღებულ ტელეფონზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლომ 24 აპრილის სხდომაზე საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო. დასკვნის მტკიცებულებად ცნობის შუამდგომლობა პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.

17 წლის მოზარდის მკვლეობაში ბრალდებულის ადვოკატის, ირაკლი შენგელიას თქმით, ი.ტ.-მ მობილური ტელეფონის მოპარვის ფაქტი ექსპერტიზის ჩატარებამდე აღიარა, შესაბამისად, დასკვნის საქმეზე დართვას ვერ შეეწინააღმდგებოდნენ.

"მოწმის სახით დაიკითხა მანქანის მძღოლი, რომელმაც თქვა, რომ მობილურ ტელეფონს, რომელიც გოგონას მანქანაში დარჩა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფარულად დაეუფლა. შესაბამისად, წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა",- ამბობს ირაკლი შენგელია.

მისი თქმით, ი.ტ. დანაშაულს მის მიმართ წაყენებულ მთავარ ბრალშიც აღიარებს, თუმცა, ამბობს, რომ მან არ იცოდა თუ გარდაცლილი არასრულწლოვანი იყო.

წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში, 2017 წლის 2 დეკებერს, ი.ტ ყოფილი თანაკლასელის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გულის არეში სასიკვდილო დარტყმა მიაყენა 17 წლის თორნიკე ბაღაშვილს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კონფლიქტის მიზეზი მათი საერთო ნაცნობი გოგონას მობილური ტელეფონი იყო. როგორც გამოძიებით დადგინდა, ტელეფონი, რომელიც გოგონას იმ ავტომობილში დარჩა, სადაც გარდაცვლილი და ბრალდებულიც ისხდნენ, ი.ტ.-მ აიღო. მას შემდეგ კი რაც გოგონამ ტელეფონი მოიკითხა, გარდაცვლილმა მას უთხრა, რომ მობილური ი.ტ.-მ აიღო. გოგონამ ი.ტ.-ს სახლში მიაკითხა და ტელეფონის მოპარვაში დაადანაშაულა.

ამის შემდეგ, ბრალდებულმა ყოფილ თანაკლასელს, თორნიკე ბაღაშვილს სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ გოგონა მან მიუგზავნა და საქმის გასარჩევად სოფლის სასაფალოს ტერიტორიზე შეხვედრას სთხოვდა.

ი.ტ.-ს საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 10 მაისსაა ჩანიშნული. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, სხდომაზე ერთ-ერთი მოწმისა და თავად ბრალდებულის დაკითხვა იგეგმება.


ამავე თემაზე:


მობილურით გახსნილი მოზარდის მკვლელობის საქმე

წყალტუბოში მოკლული მოზარდის ახლობლები ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ

ორთვიანი წინასწარი პატიმრობა არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებულს

წყალტუბოში მოზარდი მოკლეს

წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


Print