სამართალი
„ექსპერტიზის დასკვნაში ბევრი წინააღმდეგობაა“ - ირაკლი მერკვილაძის პროცესი სააპელაციო სასამართლოში
FaceBook
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, 5 წლის წინ, 22 წლის ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვალების საქმეზე, სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე, სასამართლომ, საქმეში ბრალდებულის N2ახალი სამშობიაროს მთავარი ექიმის, ირაკლი მერკვილაძის დაცვის მხარეს მოუსმინა.

ადვოკატებმა საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაზე დეტალურად ისაუბრეს. მათი თქმით, დასკვნებში იკვეთება რამდენიმე წინააღმდეგობა და ბრალდების მხარის მტკიცებულებები 22 წლის ვიოლეტა მატინოვას გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით მყარი არ არის.

"ბრალდების მტკიცება, რომ ირაკლი მერკვილაძემ სათანადოდ არ შეაფასა პაციენტის მდგომარეობა, უსაფუძვლოა. ექსპერტიც არ სჭირდება ამას, რადგან არსებობს ფაქტები, რომ ვიოლეტა მატინოვა, რომელიც სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა კლინიკაში, დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი მდგომარეობა არ იყო კრიტკული. სასწრაფო დახმარების ექიმებიც, რომლებიც იყვნენ გამოძახებაზე მატინოვასთან და მატინოვა მათ არ გაჰყვა, არ აფასებენ მძიმედ მის მდგომარეობას. შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დარჩეს ძალაში"-ამბობს ადვოკატი, ზაზა ხაჟალია.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მატინოვამ მეორედ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და კლინიკაში გადაიყვანეს, ირაკლი მერკვილაძემ მას სათანადო გამოკვლევები ჩაუტარა. დაცვის მხარის მტკიცებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან სამედიცინო დაწესებულება თვითნებურად დატოვა. კლინიკის მთავარი ექიმი კი ამ დროს ოპერაციაზე იმყოფებოდა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ირაკლი მერკვილაძემ, კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილი 22 წლის ვიოლეტა მატიონვას ჯანმრთელობის მდგომარეობა არასათანადოდ შეაფასა. ბრალდება მიიჩნევს, რომ იმ მომენტში მატინოვა რეანიმაციაში გადაყვანას საჭიროებდა.
N2ახალი სამშობიარო მთავარი ექიმის, ირაკლი მერკვილაძე 2017 წლის 27 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის სახით დააკავეს.

მას ბრალად ედება 22 წლის იულია მატინოვას გაუფთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

საქალაქო სასამართლო ირაკლი მეკრვილაძეს 2 წლიანი პატიმრობა შუფარდა.

ამავე თემაზე:

ირაკლი მერკვილაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებენ

ირაკლი მერკვილაძის საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს


ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

"შეწყვიტონ სმს-ების წერა"- რას ჰყვება საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის დედა
საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული ექიმი

ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები აპროტესტებენ


Print