სამართალი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ირაკლი მერკვილაძის პროცესი მიმდინარეობს
FaceBook
ამ წუთებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარი ექიმის ირაკლი მერკვილაძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე მერკვილაძის მხარდამჭერები შენობასთან არიან შეკრებილები. პროცესზე დასწრება მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო, ხოლო მხარდამჭერების დიდი ნაწილი პროცესის დასრულებას გარეთ ელოდება. სასამართლო პროცესს თავად განსასჯელიც ესწრება.



ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა, ირაკლი მერკვილაძემ, 22 წლის ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთა 2013 წელს ჩაუატარა. გოგონა ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. რის გამოც, მატინოვას მშობლებმა მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. საქმის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ კი, 2018 წლის 26 იანვარს, ირაკლი მერკვილაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ირაკლი მერკვილაძის ადვოკატმა სააპელაციოში გაასაჩივრა.

ამავე თემაზე:

ირაკლი მერკვილაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აანონსებენ

ირაკლი მერკვილაძის საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს


ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

"შეწყვიტონ სმს-ების წერა"- რას ჰყვება საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის დედა
საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული ექიმი

ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები აპროტესტებენ

Print