სამართალი
სამტრედიის მერის მოადგილე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
FaceBook
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე,  ირაკლი სულავა დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა კერძო მეწარმეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50 000 კვ.მ  2 მიწის ნაკვეთის იჯარით, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარის გადახდა.

2018 წლის 3 აპრილს ირაკლი სულავამ მეწარმეს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი 20 000 ლარი, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" პუნქტით მიმიდნარეობს, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
Print