სამართალი
მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა დაიკითხა
FaceBook
ქუთაისის შემოვლით გზაზე, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 4 ადამიანის გარდაცვალების საქმეზე, მორაგბე, მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის  მამა დაიკითხა. მალხაზ პაპასკირის თქმით, მის ინტერესში ვინმეს დასჯა არ შედის. მას სურს სიმართლე დადგინდეს.

"თავდაპირველად მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალული გამიჩნდა, რადგან მსგავსი რამ ყველას შეიძლება დაემართოს. თუმცა, შემდეგ თავად მოვიდა ჩემთან და მითხრა, მე არ ვარ დამნაშავეო. ჩემთვის მთავარი არ არის ვინე დაისაჯოს, უნდა დადგინდეს სიმართლე და ითქვას, რომ სიჩქარის გადაჭარბების გამო მოხდა ავარია. უნდა მოხდეს აღიარება ამისი", - განაცხადა პროცესზე მალხაზ პაპასკირმა.

თავად მერაბ კვირიკაშვილს არც პროცესის დაწყებამდე და არც შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პროცესზე არ დაკითხულა დაცვის მხარის მოწმეები. მერაბ კვირკაშვილის ადვოკატის, ნუგზარ კვინიკაძის განცხადებით, საქმეში 70-მდე მოწმეა. თუმცა, ყველას დაკითხვა საჭირო არ არის.

"მომავალ პროცესზე შევთანხმდებით ვინ დაიკითხება ჩვენი მხრდან მოწმის სახით", - განაცხადა ნუგზარ კვინიკაძემ.

მერაბ კვირკაშვილის საქმის არსებითი განხილვა 5 აპრილს გადაიდო.

2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ. კვირიკაშვილი აღნიშნულ საქმეში ბრალდებულია.

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა. ავარიამ საპირისპირო მხარეს მოძრავ ავტომობილში მსხდომი ცოლ-ქმარი გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი - ანი ჩხაიძე იმსხვერპლა.


ამავე თემაზე:

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულები ახალგაზრდა ცოლ–ქმარი არიან

ერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული რაგბისტების მდგომარეობა სტაბილურია

მერაბ კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

ავტოავარიაში დაღუპულის დედა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს





Print