სამართალი
„განაჩენი დაუსაბუთებელია“ - ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
FaceBook
ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარი ექიმის საქმე სააპელაციო სასამართლში გასაჩივრდება.
დაცვის მხარეს, 22 წლის ვიოლეტა მატინოვას გარდაცვალების საქმეზე, რომელსაც ირაკლი მერკვილაძემ 5 წლის წინ საკეისრო კვეთა ჩაუტარა, სასამართლოს განაჩენი უკვე ჩაბარდა. დაკავებულის ადვოკატის, ალექსანდრე თათელიშვილის თქმით, განაჩენი არ არის დასაბუთებული და მოსამართლის გადაწყვეტილება არც ერთ კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეყრდნობა.

"სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და მთლიანად დაეყრდნო პროკურატურას. განაჩენში არ არის არც ერთი მკაფიო მტკიცებულება, რომელიც ჩემი დაცის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა. საქმეზე დაცვის მხარის სამი კერძო და ლევან სამხარაულის ექსპერტიზა ჩატარდა. სამხარაულის ექსპერტიზაც კი ვერ ამბობს ცალსახად, რომ ირაკლი მერკვილაძის ბრალია ვიოლეტა მატინოვას გარდაცვალება",  -ამბობს ალექსანდრე თათელიშვილი.

მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში არ გარდაცვლილა. ოპერაციის შემდეგ იგი სახლში გაეწერა, რამდენიმე დღეში კი ჩივილებით კვლავ სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხა. ადვოკატის თქმით, ირაკლი მერკვილაძემ მატინოვას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარა, რის შემდეგაც პაციენტმა კლინიკაში დარჩენაზე უარი თქვა.

დავის მხარის მტკიცებით, მატინოვამ თავად დატოვა კლინიკა, პროკურატურა კი მიიჩნევს, რომ ირაკლი მერკვილაძეს პაციენტი იმ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებიდან არ უნდა გაეშვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე დღეში გაასაჩივრებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ახალი მეორე სამშობიაროს მთავარი ექიმი, 26 იანვარს, სასამართლო დარბაზში დააკავა. მას 22 წლის ვიოლეტა მატინოვას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედება ბრალად. ირაკლი მერკვილაძეს ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.


ამავე თემაზე:


ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

"შეწყვიტონ სმს-ების წერა"- რას ჰყვება საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის დედა
საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული ექიმი

ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები აპროტესტებენ
Print