სამართალი
მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა
FaceBook
ქუთაისში, ყოფილი მეუღლის დ.გ-ს ძალადობაში ბრალდებული გ.ბ-ე  საკანში ზეწრებით ჩამოკიდებული იპოვეს. ყოფილი მეუღლის ძალადობაში ბრალდებული ერთი თვეა ციხეში იმყოფება. ხოლო მისი თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ადვოკატმა განაცხადა. ლედი ტუკვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს.

თვითმკვლელობის მცდელობის მოტივად ადვოკატი ბაკურაძის მიმართ სოციალურ ქსელში მიმდინარე ცილისმწამებლურ კამპანიას ასახელებს. 

დ. გ-იანი მის ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშაულებდა, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამარლოში პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდებულს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა,  სასაართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, სადაც  სააპელაციომ  პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი ლედი ტუკვაძე  9 თებერვალს ბრიფინგის გამართვას და მტკიცებულებების ნაწილის გასაჯაროვებას გეგმავს.


ამავე თემაზე:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს
Print