სამართალი
მერაბ კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო
FaceBook
ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, 4 ადამიანის დაღუპვის საქმეზე, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
საქმის არსებით განხილვაზე, ბრალდების მხარემ სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა. მტკიცებულებაში ასახულია ავტო-საგზაო შემთხვევის ვითარება და გამომწვევი მიზეზი. ბრალდებამ ექსპერტების დაკითხვა მოითხოვა. იგივე შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ. მ. კვირიკაშვილის ადვოკატმა ბრალდების მიერ წარმოდგენილი დასკვნის მათ მტკიცებულებად მიღება მოითხოვა. საქმის მოსამართლემ, მურთაზ კაპანაძემ, შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, კვირიკაშვილი გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

დაცვის მხარის ადვოკატის, ნუგზარ კვინიკაძის თქმით, დასკვნის მიხედვით მერაბ კვირიკაშვილს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო.

ვინაიდან მხარეები ექსპერტების დაკითხვას ითხოვდნენ, საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. პროცესი მიმდინარე წლის 19 მარტს ჩაინიშნა.

2016 წელს, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი, რომლსაც მერაბ კვირკაშვილი მართავდა, შემხვედრ ავომანქანას დაეჯახა. ავტოსგზაო შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე და მეორე მანქანაში მსხდომი სამი ადამიანი გარდაიცვალა.
Print