სამართალი
2017 წელს 37 944 დანაშაულია რეგისტრირებული - შსს-მ სტატისტიკა გამოაქვეყნა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დანაშაულის სტატისტიკა პირველად გამოაქვეყნა.
სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა 11%-ითაა გაზრდილი.

სტატისტიკამ მოიმატა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებების, საკუთების, გარემოს დაცვის, მმართველობის წესისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.

კლების ტენდენტია კი შეინიშნება შემდეგ დანაშაულებზე: სატრანსპოტო და ნაკროტიკული დანაშაული და საზოგადობრივი წესრიგის დარღვევა.

ჯამში, 2017 წელს 37 944 დანაშაულია რეგისტრირებული. მათგან გახსნილია 53.2%. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი ნაკლებია 2016 წლის ამავე მონაცემებზე. 2016 წელს ჩადენილ დანაშაულთა 57.4% გაიხსნა.

Print