სამართალი
ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
FaceBook
ქუთაისის, ახალი მეორე სამშობიაროს მთავარი ექიმის ირაკლი მერკვილაძის დაკავების გადაწყვეტილებას, მისი ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ალექსანდრე თათელიშვლმა ჟურნალისტებთან და ამავე კლინიკის ექიმებთან შეხვედრის დროს განმარტა. 

"სასამართლოზე არ იყო საკმარისი მტკიცებულებები წარმოედგენილი, რომლის საფუძველზე შეეძლოთ ექიმ ირაკლი მერკვილაძის დაპატიმრება. გადაწვეტილებას სააპელაციოში გავასაჩივრებ", - ამბობს ადვოკატი. 

ალექსანდრე თათელიშვილის თქმით, საქმეში არ იყო წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლებოდა დამდგარიყო. თავად, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატი მოსამართლეზე ზეწოლაზე საუბრობს. თუმცა, ამ ეტაპზე დეტალებს არ ახმოვანებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის ახალი მეორე სამშობიარო საავადმყოფოს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს  26 იანვარს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
საკეისრო კვეთა ირაკლი მერკვილაძემ 2013 წლის 7 იანვარს ჩაუტარა 22 წლის ვიოლეტა მარტინოვას. პაციენტი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც იგი კლინიკიდან გაეწერა. დაღუპულის ოჯახი ექიმს უყურადღებობაში სდებდა ბრალს.


ამავე თემაზე

საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული ექიმი

ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები აპროტესტებენ
Print