სამართალი
"საქართველოს ბანკში" შეჭრილმა პირმა თანხა გაიტაცა და მიიმალა - შსს
FaceBook
ქუთაისში, 22 იანვარს "საქართველოს ბანკი" ერთმა პირმა დააყაჩარა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში, ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა შეიარაღებული პირი, რომელმაც თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა აღნიშნულ ფილიალში მყოფი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ბრალდებულის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print