სამართალი
გიორგი ჯახუასთან „კანაფის საქმეზე“ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლში, გიორგი ჯახუას (სალხინოს მონასტრის ყოფილი მღვდელმსახური) სახლიდან ამოღებული ორი ძირი კანაფის საქმეზე, ბოლო პროცესი გაიმართა.
ჯახუას თქმით, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და იგი 2 500 ლარს გადაიხდის.

მისივე თქმით, საქმე ისე დასრულდა, რომ კანაფზე განმეორებითი ექსპერტიზა არ ჩატარდა.

"კანონმდებლობა ასეთია, მე ვერაფერს შევცვლი. იყო რაღაც იურიდიული დეტალები, რის გამოც, უარი თქვეს ექსპერტიზაზე",-ამბობს გიორგი ჯახუა.

გიორგი ჯახუას სახლიდან სამართალდამცავებმა ორი ძირი კანაფი 2017 წლის 19 იანვარს ამოიღეს.

მაშინ, ჯახუა საკუთარ სახლში მარიხუანას არსებობას ადასტურებდა, თუმცა, ამბობდა, რომ კანაფს მკურნალობის მიზნით იყენებდა.

გიორგი ჯახუას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 165-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა, რაც 6-დან 12 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

გიორგი ჯახუა 2010 წლამდე სალხინოს მამათა მონასტერში მღვდელმსახურებას ასრულებდა. მისი თქმით, ბოლო წლებში აქტიურ სასულიერო საქმიანობას ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჩამოშორდა.


ამავე თემაზე:


რას ყვება სასულიერო პირი, რომლის სახლიდან პოლიციამ კანაფი ამოიღო

ქუთაისში სასულიერო პირს, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, ბრალი წარედგინა


სასულიერო პირს კანაფის საქმეზე სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა

"კანაფის საქმეზე" ბრალდებული მოძღვრის ადვოკატი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

"კანაფის საქმეზე" ბრალდებული მოძღვრის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება


„კანაფის საქმეზე“ ქუთასის სასამართლომ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვა

"იმედია პროკურატურა ჯახუას დაკავებას არ მოითხოვს" - მოძღვრის ადვოკატი „კანაფის საქმეზე“



Print