სამართალი
2006 წლამდე გაცემული მართვის მოწმობები ძალადაკარგულად გამოცხადდება
FaceBook
მძღოლები 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ვეღარ გამოიყენებენ.
2018 წლის 1 იანვრიდან ყველა ასეთი მოწმობა ძალადაკარგულად გამოცხადდება. 

თუ მოქალაქემ დარჩენილ დროში  მართვის მოწმობა ვერ შეცვალა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად.

მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი.

ცვლილება არ შეეხება მათ, ვისაც მართვის მოწმობის თანამდეროვე, პლასტიკური ბარათი აქვს და არც მათ, ვინც დოკუმენტი 2006 წლამდე აიღო, თუმცა, 2006 წლის შემდეგ განაახლა.

მოწმობის შესაცვლელად მოქალაქეს დასჭირდება ჯანმრთელობის ცნობა, პირადობის  მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. 

მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.
Print