სამართალი
ერაყელი სტუდენტის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებ, ერაყელი სტუდენტს თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დაუკმაყოფილა. საუბარია, ესამ მუჰსენ ალოანზე, რომლის შვილსა და მეუღლეს საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა. 

ერაყელი სტუდენტის ადვოკატის, გიორგი კვაშილავას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ხელახლა გამოიკვლიოს ადმინისტრაციულთან დაკავშირებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები თუ რატომ ეთქვათ უარი ოჯახს ბინადრობის ნებართვაზე და გამოსცეს ახალი სამართლებრივი აქტი.

"ფაქტობრივად, სასამართლომ ჩაიარა საკმაოდ წარმატებით და ველოდებით ახალი აქტის გაცემას, რომელიც, სავარაუდოდ,  მომდევნო თვის შუა რიცხვებიდან იქნება", - ამბობს გიორგი კვაშილავა. 

ოჯახი ამჟამად ერაყში იმყოფება და იუსტიციის სახლისგან ახალი აქტის (დოკუმეტი ბინადრობის ნებართვაზე) გაცემას ელოდება. 

ესამ მუჰსენი საქართველოში სასწავლებლად 2013 წელს, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა.

ის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე–4 კურსის სტუდენტია. მისი სპეციალობა ექვსწლიანია. იუსტიციის სამინისტროსგან ოჯახს  ბინადრობის ნებართვაზე უარი  მიმდინარე წლის აპრილში ეთქვა.

უწყების მიერ ესამ მუჰსენის ოჯახისთვის გაგზავნილ დოკუმეტში ნათქვამია, რომ დედა–შვილის მიმართ არსებობს "უცხოელთა და მოქალაქის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.


ამავე თემაზე:


"ჩემი 4 წლის შვილი საქართველოსთვის საშიშია?" – ერაყელი სტუდენტი დახმარებას ითხოვს

ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ საიამ ერაყელ სტუდენტს დახმარება შესთავაზა

"უცხოელი სტუდენტების სწავლის უფლება საქართველოში ირღვევა"

ერაყელ სტუდენტებს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაუგრძელეს

სახალხო დამცველის აპარატმა ერაყელი სტუდენტების საქმის შესწავლა დაიწყო

ერაყელი სტუდენტი, რომლის ოჯახსაც საქართველოში ბინადრობა არ მისცეს, სასამართლოში ჩივის
Print