სამართალი
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის სასამართლო პროცესი 21 ნოემბერს გაიმართება
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალისა და მისი მოადგილის, ბექა ყანჩელის მიმართ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის, სულხან ქობულაძის ცემის ფაქტზე,  სასამართლო პროცესი 21 ნოემბერს, 11 საათზე გაიმართება.

საქმის არსებით განხილვაზე მხარეები სიტყვით წარსდგებიან.

მათთან ერთად საქმეში ბრალდებულია დავით დვალის მძღოლი რამაზ კუტალაძე.

სულხან ქობულაძის ინტერესებს სასამართლოში "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი სანტურიანი იცავს.

სულხან ქობულაძე აცხადებს, რომ მას 2015 წლის ოქტომბერში, დავით დვალმა და მისმა მოადგილემ ბექა ყანჩელმა მანქანაში ჩაისვეს, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გამართულ წინასასამართლო პროცესზე,  სამივე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით, თითოეულს  1000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

ქობულაძის ცემის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლითაა აღძრული.


ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ უფლებამოსილება შეიჩერა

საქმე თაროზე შემოდეს - სულხან ქობულაძე ქუთაისის მაღალჩინოსნებთან მომხდარ ინცინდენტზე

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს 1000-1000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
Print