სამართალი
ქუთაისის მედიასკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს სასამართლოში სარჩელი შეაქვს
FaceBook
ქუთაისის მედიასკოლიდან გარიცხული მოსწავლე, სარჩელს დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოში შესატანად ამზადებს.

ანზორ სვიანაძე ამბობს, რომ მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი, არჩილ ნიჟარაძე დაიცავს.

"სასწავლო დაწესებულების შინაგანაწესი არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ეწინააღმდეგება, ასეთი დოკუმენტი იურიდიულად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს", - ამბობს ადვოკატი, არჩილ ნიჟარაძე.


ქუთაისის მედიასკოლის ყოფილი მოსწავლე, ანზორ სვიანაძე სასწავლებლიდან მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გარიცხეს.

მედიასკოლის დირექტორის, ნატალი პატარიძის თქმით, სკოლიდან  სვიანაძე სიძულვილის ენის ტირაჟირების გამო გაირიცხა.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მედიასკოლიდან სტუდენტი ლგბტ თემაზე დაწერილი სტატუსის გამო გარიცხეს

"გაირიცხა სიძულვილის ენის ტირაჟირების გამო" – ქუთაისის მედიასკოლის დირექტორი

რა წერია მედიასკოლის წესდებაში, რომლის დარღვევის გამო მოსწავლე გარიცხეს (ფოტო)
Print