სამართალი
ხარაგაულში მომხდარ თვითმკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს
FaceBook

ხარაგაულში თვითმკვლელობით გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი გამოძიებს.


ხარაგაულში გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის საქმეზე გამოძიება 2017 წლის 4 ნოემბერს შსს-ს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო, ხოლო 2017 წლის 9 ნოემბერს საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ამჟამად, საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებისა და მოწმეების გამოკითხვა, ასევე გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

„2017 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ა.კ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

2017 წლის 9 ნოემბერს კი საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. ამჟამად, საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებისა და მოწმეების გამოკითხვა, ასევე გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ხარაგაულში გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის საქმეზე განცხადება გააკეთეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. მატი თქმით აღნიშნული საქმე შსს-ს ნაცვლად საქართველოს პროკურატურას უნდა გამოეძიებია.

ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მიმდინარე წლის 6 ნოემბერს მოიკლა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი პოლიციის ზეწოლა გახდა. გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა

"გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს" - საია ხარაგაულში მომხდარ თვითმკვლელობაზე

 

Print