სამართალი
საბერძნეთში დაკავებული ქუთაისელი გოგონას განთავისუფლების ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ
FaceBook

საბერძნეთში დაკავებული ქართველის განთავისუფლების ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.


"ფაქტია, რომ დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები. თუმცა, ამ ეტაპზე საკონსულოს მხრიდან რაიმე შეტყობინება მათი დაკავების ან განთავისუფლების შესახებ არ შემოსულა. თუმცა, საბერძნეთში საქართველოს საკონსულო პოლიციასთან აქტიურად თანამშრომლობს", -  განგვიმარტეს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათი თქმით, დაკავებულების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას შეტყობინების შესვლისთანავე გაავრცელებს.

8 ქართველო საბერძნეთის პოლიციამ საბერძნეთში მცხოვრები მოხუცის წამების ბრალდებით დააკავა. მათ შორის, არის ქუთაისში მცხოვრები ა.ხ. გავრცელებული ინფორმაციით ა.ხ. უკვე გაანთავისუფლეს. ახლობლების მტკიცებით მას ბრალი ვერ დაუმტკიცეს. თუმცა, საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის საბერძნეთში დაკავებული ქართველების შესახებ საბერძნეთის საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.

საბერძნეთში 8 ქართველი დააკავეს აღნიშნულ ინფორმაციას საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს. მათ ბრალად მოხუცის წამება ედებათ.

 

Print