პოლიტიკა
"აზრი არ აქვს ჩვენს მონაწილეობას ამ ბრძოლაში“ – „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურზე
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში მეორე ტურის ბოიკოტირების მიზეზებს განმარტავენ.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბესო ბრეგაძე ამბობს, რომ წინსაარჩევნო კამპანია როგორც ფინანსურად, ასევე, სამართლებრივად არასათანადო გარემოში მიმდინარეობდა, რაც მეორე ტურის წინ კი,  კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს, რის გამოც, მეორე ტურში პარტიის მონაწილეობას აზრი არ აქვს. 

"პირველი ტურის დროს ადილი ჰქონდა მუქარას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ხოლო, უშუალოდ არჩევნებზე მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა ჩვენს ამომრჩევლებს, არამხოლოდ უბანში, არამედ უბნის გარეთ. ვფქრობთ, რომ ეს ყველაფერი გაათმაგებული იქნება მეორე ტურის წინ, რის გამოც, ფაქტიურად აზრს კარგავს ჩვენი მონაწილეობა ამ ბრძოლაში", - ამბობს ბესიკ ბრეგაძე.

ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის კანდიდატმა "გიორგი ჭიღვარიამ" 48.66%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 27.04% მიიღო.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი  23 ოქტომბერს განაცხადა.

არჩევნების მეორე ტური საქართველოს 6 ქალაქში 15 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს.

Print